вторник, 15 января 2013 г.

კვლევა

ყველას სმენია მოჩვენებებზე რამე ისტორიები, ხანდახან კიდე ყვებიან, რომ მოჩვენება ნანახი აქვთ. არავინ არ იცის ზუსტად, არსებობენ თუ არა მოჩვენებები. ტელევიზორში ძალიან ბევრი პროგრამა არსებობს, სადაც აჩვენებენ  ”დოკუმენტალურ კადრებს”, ვითომ ცარიელ ოთახში ჩნდება რაღაცა სილუეტი და მერე ისევ უჩინარდება, ან სურათებზე ჩანს რაღაცა ლაქა და ამბობენ, რომ ეს არის მოჩვენება ან რამე ამდაგვარი... არსებობს უამრავი ფილმი და წიგნი, სადაც მოჩვენებებზე მიდის ლაპარაკი. და თუ იმდენი ადამიანი ლაპარაკობს მოჩვენებებზე და ბევრს სჯერა, ესეიგი მოჩვენებები არსებობენ, ან ადრე არსებობდნენ, იმიტომ რომ ტყუილა უბრალოდ ამაზე ლაპარაკს არ დაიწყებდნენ. მაგალითად ციხესიმაგრეებზე ძალიან ხშირად მიდის საუბარი. თვით მოსაქმსახურეთა პერსონალი ყვება მოჩვენებებზე, რომ მათ აქვთ ნანახი ვიღაცის მოჩვენება, ან რამე პერიოდში ხედავენ. ან რამდენ ფერმერს აქვს ნანახი როგორ მინდორში უცებ ჩნდება და უჩინარდება მატარებელი. კიდე ბევრს, თითქმის ყველას, საკუთარ სახლში აქვს გაგებული რაღაც უცნაური ხმაური, და გაუგებარია საიდან... ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვჯერა ან არ გვჯერა მოჩვენებების, მაგრამ საკუთარი თვალით სანამ ვერ ვნახავთ, ვერ დავრწმუნდებით ვერაფერში. თუნდაც ჩემთვის ჯობია, რომ მოჩვენებები იყვნენ, არ მინდა იმის მჯეროდეს, რომ სიკვდილის თანავე ყველაფერი მთავრდება.
პირადად მე მჯერა, რომ რაღაცა არსებობს. იმიტომ რომ ამდენს არ ილაპარაკებდნენ, და ამდენი წიგნი არ დაიწერებდა არაფერი რომ არ ყიფილიყო. მართალი გითხრათ მე ძალიან შემაშინებდა და ამავე დროს დამაინტერესებდა მოჩვენების დანახვა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий